Home
Category
TV Live Menu
Loading data...

საქართველო პირველი საერთაშორისო გასტრონომიული კვირეულის მასპინძელია - Tbilisi Gastro Week

BM.GE
20.09.22 12:10
181
საქართველო პირველი საერთაშორისო გასტრონომიული კვირეულის მასპინძელია, ზუსტად ერთ კვირაში ჩვენს ქვეყანას მსოფლიოში გამორჩეული, მიშლენის მიერ აღიარებული შეფები ესტუმრებიან და რამდენიმე დღით, ჩვენი ქვეყნის სამზარეულოთიც დაინტერესდებიან.

გასტრო კვირეულის მიზანია, გამოცდილებების და შთაბეჭდილებების შექმნასთან ერთად, გასტრონომიის ინდუსტრიის წარმომადგენლებისთვის - ახალი პერსპექტივების გაჩენა, როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ისე - საერთაშორისო გასტროტურიზმის მიმართულებით. 

გასტრონომიის ექსპერტი კრისტიან ბრასკ ტომსენი ამბობს, რომ გასტრონომიის კვირეულმა, მსოფლიოს უნდა აჩვენოს, რა არის თბილისი, როგორია საქართველოს კულტურა, მისი ისტორია, პროდუქცია, ემოციები და ყოველდღიურობა?