Home
Category
TV Live Menu
Loading data...

საქართველო, როგორც სანქციების გვერდის ავლის ადგილი - რისკები

BM.GE
01.07.22 16:39
236
ჩინური კომპანია Honor, რომელიც ადრე Huawei-ს ეკუთვნოდა, რუსეთში სმარტფონების პარალელური იმპორტისთვის პარტნიორებს საქართველოსა და სომხეთში ეძებს, ხოლო უზბეკეთში კომპანიამ შეთანხმებას უკვე მიაღწია. ინფორმაციას „ვედომოსტი“ ელექტრონიკის ერთ-ერთი დისტრიბუტორის წყაროზე დაყრდნობით წერს, რაც მსხვილ ოპერატორთან დაახლოებულმა და სატელეკომუნიკაციო ბაზრის მონაწილე თანამოსაუბრემაც დაადასტურა. თავად Honor-ში „ვედომოსტისთან“ კომენტარს არ აკეთებენ. ეს ინფორმაცია გუშინ გავრცელდა, თუმცა რუსეთში პარალელური იმპორტის თემა უკვე საკმაოდ აქტუალურია, რადგან ბრენდები ქვეყანას ტოვებენ… 

მაგალითად ნაიკმა საბოლოოდ გადაწყვიტა, რომ რუსეთში 1994 წელს გახსნილი მაღაზია დახუროს. ეს არ ნიშნავს რომ რუსეთში ნაიკის პროდუქცია აღარ იქნება, უბრალოდ ის არ იქნება ოფიციალური დილერისგან მიღებული, შესაბამისად ვიღაც კოსტია გახსნის მცირე "ლავკას" და ნაიკის ბრენდირებით კაცმა არ იცის რა ხარისხის პროდუქტს მიჰყიდის რუსებს. გარდა პარალელური იმპორტისა, დიდია რისკი, რუსეთმა სანქციების თავის არიდების მიზნით სხვადასხვა გზებს მიმართოს, რამდენად არის ეს რისკები საქართველოსთვის, რომ ჩვენ არ ვიყოთ პოლიგონი? 

სტუმარი: ალექსანდრე მარგიშვილი - Kudos Georgia -ს პარტნიორი;