Home
Category
TV Live Menu
Loading data...

სომხურმა კომპანიამ კონკურენტს ტენდერი 1 ლარით ნაკლები შეთავაზებით მოუგო

5a926c16b589d
თამუნა დემეტრაშვილი
25.02.18 16:00
1004
სომხურმა კომპანია "შაჰარტმა“ კონკურენტს ტენდერი 1 ლარით ნაკლები შეთავაზებით მოუგო. საუბარია გორის რაიონის სოფლების ქვახვრელისა და უფლისციხის გაზიფიცირების მიზნით, გაზის ტრანსპორტირების კომპანიის მიერ გამოცხადებულ ტენდერზე. გამარჯვებულთან შემსყიდველმა ხელშეკრულება უკვე გააფორმა.

ტენდერში სულ 6 კომპანია მონაწილეობდა, რომელშიც მინიმალური ფასი ორმა კომპანიამ შესთავაზა დამკვეთს. "თერგმა“- 2 მილიონ 220 ათასი ლარი, ხოლო ,,შაჰარტმა“ 2 მილიონ 219 ათას 999 ლარი, კონკურენტზე 1 ერთი ლარით ნაკლები.

ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ გაზიფიცირების სამუშაოები ხლშეკრულების მიხედვით ივლისის ბოლოს უნდა დაასრულოს