30.Jun .2022 11:11

“საქართველოს ბანკი” ბიზნესს ბუღალტერიის გაციფრულებაში ეხმარება

Back

საქართველოს ბანკი, ბიზნესის მხარდაჭერისთვის ახალი პროექტის ფარგლებში, იმისთვის რომ მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის ფინანსური ხელმისაწვდომობა კიდევ უფრო სწრაფი და მარტივი გახდეს, აძლევს შესაძლებლობას, სწრაფად და მინიმალური დანახარჯებით გააციფრულონ და მოაწესრიგონ საბუღალტრო აღრიცხვის პროცესი. რაც მათ მისცემს მეტ შესაძლებლობას, ნაკლებ დროში, მარტივად დაიმტკიცონ ახალი ლიმიტი, დანარჩენი დრო კი საკუთარი ბიზნესის განვითარებას მოახმარონ. 

ამისთვის, საქრათველოს ბანკმა ბიზნესებისთვის შეიმუშავა ბუღალტერიის განვითარების პროგრამა, რომელიც მოიცავს 3 მიმართულებას − ბუღალტერიის გაციფრულებას, სრულ ბუღალტრულ სერვისსა და ფინანსური ინფორმაციის სწრაფ მიმოცვლას. 

ბიზნესს შეუძლია მისი საჭიროებებიდან გამომდინარე ამ მიმართულებებიდან აირჩიოს ერთი ან რამდენიმე და ისარგებლოს მის ბიზნესზე მორგებული უპირატესობებით. კერძოდ: ბიზნესებს, რომლებსაც არ აქვთ გაციფრულებული ბუღალტრული ოპერაციები, შეუძლიათ ისარგებლონ ჩვენი პარტნიორი კომპანიების საბუღალტრო პროგრამებით როგორიცაა: Balance და OneSoft. 

სტუმარი: ზურაბ მასურაშვილი - "საქართველოს ბანკის" მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების ხელმძღვანელი;
გიგა ვახტანგაშვილი - ბალანსის დირექტორი;