Home
Category
TV Live Menu
Loading data...

საქართველოს ბანკი ციფრული ბანკინგის 3 მიმართულებით მსოფლიოში საუკეთესოდ დასახელდა

BM.GE
26.11.21 10:03
318
ონლაინ მომსახურება ინვესტიციების სამართავად, პროდუქტების შეთავაზება ონლაინ, ონლაინ საკრედიტო მომსახურება- Global Finance-მა საქართველოს ბანკი ციფრული ბანკინგის 3 მიმართულებით მსოფლიოში საუკეთესოდ დაასახელა.

„World’s Best Digital Corporate/Institutional Banks 2021“ და „World’s Best Digital Consumer Banks 2021“ ჯილდოს პირველი რაუნდის ფარგლებში, საქართველოს ბანკი საქართველოს და ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის მასშტაბით საუკეთესოდ 11 კატეგორიაში გამოვლინდა. მეორე რაუნდში, ბანკმა 3 კატეგორიაში პირველობა მსოფლიოს მასშტაბით მოიპოვა.

სტუმარი: გიორგი ვახტანგიშვილი - "საქართველოს ბანკის" ციფრული საბანკო პროდუქტების განვითარების ხელმძღვანელი