07.Feb .2023 09:34

საქართველოს ბანკის Data Challenge-ის გამარჯვებული უკვე ცნობილია

Back

საქართველოს ბანკი საქართველოში თანამედროვე ტექნოლოგიური ინოვაციების მხარდაჭერას და ახალი შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. ამ მიზნით ბანკი ქვეყანაში მონაცემთა მეცნიერების მიმართულებით ყველაზე მასშტაბურ პროექტს data challenge-ს ახორციელებს. პროექტის მიზანი საქართველოში მონაცემთა მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების მიმართულების გაძლიერებაა. ამჯერად data challenge-ს მეორე კონკურსი გაიმართა, რომლის ფარგლებშიც მონაწილეებს ინოვაციური მეტყველების ტექნოლოგია უნდა შეექმნათ. კონკურსის ფარგლებში მონაწილე გუნდები ერთი თვის განმავლობაში აქტიურად მუშაობდნენ ახალი ტექნოლოგიური გადაწყვეტის შემუშავებაზე, რომელიც ბიზნესებზე იქნებოდა მორგებული. კონკურსის საპრიზო ფონდი 50 000 ლარს შეადგენდა. შეჯიბრში სამი გამარჯვებული გამოვლინდა, პირველი ადგილის მფლობელს 30 000 ლარი, მეორე ადგილოსან გუნდს 15 000 ლარი, მესამე ადგილზე გასულ გუნდს კი 5000 ლარი გადაეცა. პირველი ადგილი გუნდმა - charlies angels-მა მოიპოვა. მეორე ადგილი N3-მა, მესამე კი synapse NLP-იმ.