Home
Category
TV Live Menu
Loading data...

Business Inisder-მა ყაზბეგი აუცილებლად სანახავ ადგილებს შორის დაასახელა

599ff2c8defa4
BM.GE
25.08.17 13:49
906
ამერიკულმა პოპულარულმა გამოცემამ Business Inisder ყაზბეგი იმ 100 საუკეთესო ადგილის რეიტინგში შეიყვანა, სადაც ადამიანმა ერთხელ მაინც უნდა იმოგზაუროს ცხოვრების განმავლობაში. გამოცემამ 20 ცნობილი მოგზაური, ბლოგერი გამოკითხა, რომელთა უმეტესობამ ყაზბეგი ერთ-ერთ საუკეთესო ადგილად დაასახელა, სადაც კი უმოგზაურიათ.

India Dowley, რომელიც suitcase Magazine-ს რედაქტორია, ყაზბეგის შესახებ წერს, რომ ეს არის კავკასიონის მთებში ერთ-ერთი ულამაზესი ადგილი, პატარა სოფელი, რომელიც თავისი ბუნებით გამორჩეულია. მისი თქმით, ეს არის ერ-ერთი ყველაზე ლამაზი ადგილი, რაც კი უნახავს. იგი დასძენს, რომ თბილისის მოსახლეობა ზაფხულის თვეებში ყაზბეგის აყვავებული მთების ველურ ბუნებაში სიამოვნებით ისვენებს. მისი თქმით, იქაური მთების მწვერვალებზე ჩანჩქერების ხედები დიდ შთაბეჭდილებებს უქმნის ადამიანს.

ამასთან, აპარტამენტების გაქირავებისა და დაჯავშნის პოპულარული ამერიკული სერვისის AirBNB გენერალური მენეჯერი ჯეიმს მაკლური მოგზაურებს ქართული სამზარეულოს დაგემოვნებას ურჩევს. ყაზბეგის დახასიათების დროს ხაზგასმულია, რომ ეს ადგილი ასევე საინტერესოა ფოტოგრაფებისთვის, რომლებსაც საინტერესო აღმოჩენების გაკეთება და ბუნების სილამაზით დატკბობა შეუძლიათ.

პრესტიჟული გამოცემის აღნიშნულ სიაში ასევე მოხვდნენ: თურქეთი, ავსტრალია, ყაზახეთი, ჰავაის კუნძულები, მადაგასკარი, მალტა, ვიეტნამი, იაპონია და სხვა ქვეყნები.