Home
Category
TV Live Menu
Loading data...

საქართველოს ბანკის ინვესტიციებს უკვე 10,000 მომხმარებელი ჰყავს

BM.GE
30.05.22 11:39
255
მას შემდეგ რაც, რამდენიმე თვის წინ საქართველოს ბანკმა, “Galt & Taggart”-თან და საერთაშორისო ფინანსური ტექნოლოგიების პლატფორმა “DriveWealth”-თან პარტნიორობით, მომხმარებლებს ინვესტირების, მარტივი, იაფი ად ახალი შესაძლებლობა შესთავაზა, რომელიც საქართველოს ბანკი მობაილბანკის აპლიკაციით იყო შესაძლებელი, ქვეყანაში ათი ათასი ახალი ინვესტორი გაჩნდა. მინიმუმ 10 000 მომხმარებელია დღეს უკვე, ვინც აშშ-ს საფონდო ბირჟებზე ინვესტირებას აკეთებს და ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობს. რა გამოცდილებაა ერთი დოლარიდან ვაჭრობის შესაძლებლობა და რა გამოცდილება მისცა თავად ამ პლატფორმის შემქმნელებს ასეთი პლატფორმის ამუშავებამ ამ რამდენიმე თვეში?

სტუმარი: დავით ნიშნიანიძე - Galt&Taggart-ის საბროკერო მიმართულების ხელმძღვანელი;