Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ჯვარის საჯარო სკოლაში იდეათეკა მოეწყო

BM.GE
16.06.22 08:45
251
საქართველოს ბანკი, როგორც კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანია, რეგიონებში განათლების მხარდაჭერას განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, ბანკისა და „ქართული წიგნის ინსტიტუტის“ პარტნიორობით „იდეათეკების“ პროექტი გრძელდება. საქართველოს 6 სახვადასხვა რეგიონის 10 საჯარო სკოლაში უკვე მოეწყო ფორმალური და არაფორმალური განათლების ხელშეწყობის მიზნით შექმნილი სივრცეები - იდეათეკები. ამ რიცხვს ლუდოვიკო ჭანტურიას სახელობის წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ქალაქ ჯვარის №1 საჯარო სკოლა შეემატა.