Home
Category
TV Live Menu
Loading data...

საქართველოს ბანკმა EBRD -ისგან $20 მილიონი მოიზიდა

BM.GE
15.09.22 14:40
201
საქართველოს ბანკმა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისგან 20 მლნ დოლარის ფინანსური რესურსი მოიზიდა. მოზიდული თანხით საქართველოს ბანკი ხელს შეუწყობს ადგილობრივ საწარმოებს, რათა ქვეყნის მასშტაბით კონკურენტუნარიანობა კიდევ უფრო გაზარდონ და საწარმოს მოდერნიზაციაში, მათ შორის მწვანე ტექნოლოგიების დანერგვაში, ინვესტიციები განახორციელონ. აღნიშნული დაფინანსება უზრუნველყოფილია EU4Business-EBRD- ის საკრედიტო ხაზით, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული დაფინანსების ინსტრუმენტია აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში, ასევე საქართველოში, მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოებს შორის. ინფორმაციისთვის: დღეისათვის EBRD-ს ფინანსურ, კორპორატიულ, ინფრასტრუქტურულ და ენერგეტიკულ სექტორებში, 270 პროექტში, 5 მილიარდი ევროს ინვესტიცია აქვს განხორციელებული. ამ ინვესტიციების 81 პროცენტი კი კერძო სექტორზე მოდის.