ბოლო პერიოდია უკრაინაში რუსეთის შესაძლო შეჭრასთან დაკავშირებული შიშები უფრო და უფრო ღრმავდება. რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს რუსეთ-უკრაინას შორის არსებული დაძაბული ვითარების სამხედრო კონფლიქტში გადაზრდას საქართველოს ეკონომიკაზე - ამ თემას გავაგრძელებთ დღეს ანალიტიკა-ში.
ჩვენს ვებგვერდზე ბიემ.ჯი შეგიძლიათ წაიკითხოთ თიბისის მთავარი ეკონომისტის ანალიზი. ოთარ ნადარაია ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ საქართველოს მთლიანი სავალუტო შემოსავლების, დაახლოებით, 8% მოდის უკრაინაზე, ხოლო დაახლოებით, 14% - რუსეთზე. როგორც თიბისის მთავარი ეკონომისტი ამბობს, არსებული სტრესსცენაროთ რასაც თიბისი იყენებს, მოსალოდნელია წმინდა სავალუტო შემოსავლების, დაახლოებით, 240 მილიონი აშშ დოლარით შემცირება იმ დონესთან შედარებით, რაც ომის სცენარის გარეშე 2022 წლისათვის ჰქონდათ როგორც საპროგნოზო მაჩვენებელი.
კიდევ ერთი საგულისხმო მომენტი, რაც ამ დროისთვის გამოვკვეთეთ ის არის, რომ "თიბისი კაპიტალი" მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის შემცირებას მე-2 კვარტლიდან პროგნოზირებს. მეტიც, მათი პროგნოზით, 2022 წლის ბოლოსთვის განაკვეთი 8.5%-მდე უნდა შემცირდეს. თუმცა აქაც თიბისის მთავარი ეკონომისტი ოთარ ნადარაია საბაზისო პროგნოზის ერთ-ერთ რისკფაქტორად უკრაინაში მიმდინარე პროცესებს ასახელებს.
საქართველო-უკრაინის ურთიერთობებს რიცხვებში რომ დავაკვირდეთ, ასეთ სურათს მივიღებთ: 2021 წლის განმავლობაში საქართველოდან უკრაინაში ექსპორტი 41%-ით გაიზარდა და $307 მილიონი დოლარი გახდა, რაც ამ ქვეყანაში ექსპორტის მაქსიმალური მაჩვენებელია. ასევე 15.6%-ით გაიზარდა იმპორტი და ის 451 მილიონი დოლარი გახდა. უკრაინიდან იმპორტი მაქსიმალური 2013 წელს იყო და $600 მილიონს შეადგენდა. მთლიანობაში უკრაინა საქართველოს რიგით მეექვსე უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია.
2021 წელს უკრაინაში საქართველოსTOP-საექსპორტო საქონელის სამეული იყო: მსუბუქი ავტომობილები - $88 მილიონ დოლარზე ოდნავ მეტი; სპირტიანი სასმელები - დაახლოებით $43 მილიონი დოლარი და სასუქები მინერალური ან ქიმიური, აზოტოვანი - დაახლოებით $38 მილიონი დოლარი.
ამავე პერიოდში უკრაინიდან საქართველოში TOP-საიმპორტო საქონელის სამეული იყო: თამბაქოს ნაწარმი - $78 მილიონ დოლარამდე; ბრტყელი ნაგლინი ნახშირბადიანი ფოლადისაგან - დაახლოებით $23 მილიონი დოლარი და სამკურნალო საშუალებები დაფასოებული - დაახლოებით $21 მილიონი დოლარი.
რაც შეეხება უკრაინასთან სხვა ეკონომიკურ კავშირებს, ფულადი გზავნილების სახით 2021 წელს $93 მილიონ დოლარამდე გადმოირიცხა, რითაც უკრაინამ რიგით მერვე ადგილი დაიკავა.
2021 წლის 9 თვეში საქართველოში უკრაინიდან $6 მილიონის FDI შემოვიდა, რითიც ტოპათეულს მიღმა იყო, ხოლო ვიზიტორების რაოდენობით, უკრაინამ გასულ წელს მეხუთე ადგილი დაიკავა, რადგანაც ქვეყანას 144 ათას 900-ი უკრაინელი ვიზიტორი სტუმრობდა. ეს მთლიანად ვიზიტორთა ნაკადის 8.4% იყო.
გავიგებთ, რა გავლენებს ხედავს ეკონომიკური თვალსაზრისით ევროკავშირი-საქართველოს ბიზნესსაბჭოს ხელმძღვანელი სანდრო ჭუმბურიძე და მოვისმენთ მის ანალიზს იმ ნაწილშიც, რამდენად არის დღეს უკრაინის ბედი დაკავშირებული საქართველოსთან და პირიქით, თუკი 2024 წელს მიზნად რჩება საქართველოს მიერ ევროკავშირში წევრობის შესახებ განაცხადის შეტანა.
See all the news
All News
როგორ მოხვდა 17 წლის ანასტასია ლელაძე ჰარვარდში? - ანასტასია ლელაძე ქალების ნარატივში
"Literally the whole village was waiting for the first harvest of strawberry" - Kvitsiani family from Svaneti
Putin imposes visa restrictions on citizens from 'unfriendly' countries
BMG-ს მედია რუბრიკა: #პროფესიონალი - გიორგი მიქაია
Business Leaders Council by USAID and Georgian Business
ბინების ქირის ფასი 50%-მდე გაიზარდა
DriveWealth-G&T Cooperation
"Today we are all Ukrainians"- Zurab Pololikashvili
Tourism is the main bridge for building understanding - ZURAB POLOLIKASHVILI
FAQ’s and Analysis on Lari & FDI - Interview with Fady Asly
მინერალური და მტკნარი წყლის ფასები ქართულ ბაზარზე
China continues to push competitors out of the global walnut market
Moscow to Host First Meeting of Turkish & Armenian Special Envoys on Jan 14
Scientists Discover New Part of the Human Body
Turkey's Exports Soar by 33.7% to $21.5B in November
რა ხდება საკაბელო პროდუქციის ბაზარზე?
საქმის კურსი - 16.12.2021 - ღამის კოლაჟი
საქმის კურსი - 16.12.2021_17:40 / გადაცემა სრულად
#COVID19-ის ახალი შტამი: #ომიკრონი - რა სიმპტომები აქვს “ომიკრონს”?
#ForbesTalks: Interview with Oleg Ossinovski / ინტერვიუ ოლეგ ოსინოვსკისთან