საკონსულტაციო სააგენტო PMCG-იმ 2022 წლის საქართველოს ეკონომიკური კლიმატის მიმოხილვა განაახლა, რომელიც ნოემბერში ჩატარდა. სააგენტოს ცნობით, ქვეყნის ეკონომიკური კლიმატი 60-მა ექსპერტმა შეაფასა.
ეკონომისტების გამოკითხვის თანახმად, 2022 წლის მეოთხე კვარტალში ქართველი ეკონომისტები საქართველოს მიმდინარე ეკონომიკურ მდგომარეობას დადებითად აფასებენ. მათი შეფასება როგორც 2022 წლის მესამე კვარტალთან, ასევე 2021 წლის მეოთხე კვარტალთან შედარებით გაუმჯობესდა.
„თუმცა გამოკითხული ეკონომისტების მოლოდინი საქართველოში მომდევნო ექვსი თვის ეკონომიკურ მდგომარეობასთან დაკავშირებით უარყოფითია. 2022 წლის მეოთხე კვარტალში მომდევნო ექვსი თვის ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ მოლოდინი გაუარესდა იმ პოზიტიურ პროგნოზთან შედარებით, რომელიც ეკონომისტებს მომდევნო ექვსი თვის მიმართ ჰქონდათ, როგორც 2022 წლის მესამე კვარტალში, ასევე 2021 წლის მეოთხე კვარტალში“, - ნათქვამია მიმოხილვაში.
ეკონომიკური კლიმატის მიმოხილვის მიხედვით გამოკითხულმა ექსპერტებმა საქართველოს ძირითადი მაკროეკონომიკური ინდიკატორების პროგნოზი გააკეთეს, რომლის მიხედვით, 2022 წელს რეალური მშპ-ს მოსალოდნელი ზრდის პროგნოზი საშუალოდ 9.5%-ს შეადგენს; ამასთან, მომდევნო 6 თვის განმავლობაში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ეკონომისტები ინფლაციის კლებას ელიან.
„ამჟამად, ქართული ლარი აშშ დოლარისა და ევროს მიმართ ნაკლებად არის შეფასებული და რუსული რუბლისა და თურქული ლირას მიმართ კი უფრო მეტად არის შეფასებული“, - აღნიშნულია მიმოხილვაში.
გამოკითხულმა ექსპერტებმა ასევე საქართველოს ძირითადი მაკროეკონომიკური ინდიკატორების პროგნოზი გააკეთეს. მათი პროგნოზებით, უახლოეს ექვს თვეში, გასულ ექვს თვესთან შედარებით როგორც ექსპორტის ასევე იმპორტის მოცულობის ზრდაა მოსალოდნელი. თუმცა „გასულ ექვს თვესთან შედარებით, მომდევნო პერიოდში მოსალოდნელია ექსპორტის მოცულობა უფრო ნაკლებად ზრდა, ვიდრე იმპორტისა, რაც მოსალოდნელი სავაჭრო ბალანსის გაუარესებას გამოიწვევს“, - ნათქვამია მიმოხილვაში.
ინფლაცია, ცხოვრების ხარჯების ზრდა, შრომითი ემიგრაცია - ეს ის ძირითადი საკითხებია, რომლებსაც ეკონომისტები ქვეყნის ეკონომიკის ძირითად საფრთხეებად ასახელებენ.
გამოკითხულთა 90% ფიქრობს, რომ მაღალი ინფლაცია, ამჟამად, საქართველოს ეკონომიკას დამატებით მაღალ ან ძალიან მაღალ საფრთხეს უქმნის, უმრავლესობამ მაღალი საფრთხის შემცველ გარემოებებად უკრაინაში რუსეთის ომი (77%) და ცხოვრების ხარჯების ზრდა (72%) დაასახელა.
ამავდროულად, რესპონდენტთა 50% მიიჩნევს, რომ რუსეთის მოქალაქეების იმიგრაცია საქართველოში ამჟამად საქართველოს ეკონომიკისთვის მხოლოდ დაბალ ან ძალიან დაბალ საფრთხეს წარმოადგენს.
ეკონომისტთა ნახევარზე მეტი - 61% კი თვლის, რომ შრომითი ემიგრაცია საქართველოს ეკონომიკისთვის მაღალი ან ძალიან დიდი მნიშვნელობის საფრთხეა. ამის საპირისპიროდ, 11% ფიქრობს, რომ შრომითი ემიგრაცია საქართველოს ეკონომიკისთვის საფრთხეს საერთოდ არ წარმოადგენს.
პოლიტიკის რომელი მიდგომა იქნება ყველაზე ეფექტური საქართველოში ინფლაციის დასაძლევად? - ამ კითხვის საპასუხოდ გამოკითხულ ეკონომისტთა 94% ფიქრობს, რომ საქართველოში ინფლაციის დაძლევაში გამკაცრებულ ფისკალურ პოლიტიკას ძალიან მაღალი, მაღალი ან სულ მცირე ზომიერი ეფექტიანობა მაინც ექნება; 89%-ს ინფლაციის დაძლევისთვის გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკის ეფექტიანობის სჯერა.
მეორე მხრივ, კი ხელფასების კონტროლი და ფასების კონტროლი ინფლაციის წინააღმდეგ არაეფექტიანი ან ძალიან დაბალი ეფექტიანობის მქონე ზომები ისე შეფასდა;
მხოლოდ 6% ფიქრობს, რომ ფასების კონტროლი შეიძლება მაღალ ეფექტიანი იყოს და არც ერთი რესპონდენტი ხელფასების კონტროლს, ინფლაციის წინააღმდეგ მაღალი ეფექტიანობის მქონე ზომად, არ მიიჩნევს.
თითქმის 70% არ ეთანხმება მოსაზრებას, რომ დამატებითი ზომების მიღება არ არის საჭირო და ზეწოლა, რომელიც ინფლაციის მაღალ დონეს იწვევს, დროთა განმავლობაში თავად დასტაბილურდება.
სტუმარი: გიორგი ხიშტოვანი - PMC კვლევითი ცენტრის დირექტორი;
See all the news
All News
Gold is shining in the new geopolitical world
JSC “Rustavi Azot” was sold
We Are Creating An Innovative Co-Working Space In Tbilisi - Sergi Gvarjaladze
The Rich Often Enjoy Tax Break - Deputy Minister
Israel Got Acquainted With The Business Tourism Potential Of Georgia
Kettari Foundation became a partner of DATAFEST this year
Tata Power’s CEO Pays Visit to BMG
NEQSOL Holding has won defamation case against Communications Commission
Trip.com says China hotel bookings are surpassing pre-pandemic levels
Europe's largest crypto exchange WhiteBIT has partnered with Netflix
Interview with Albert Park, ADB’s Chief Economist - By Elene Kvanchilashvili, Forbes Georgia Executive Editor in Chief
Investigation Service detained two persons of the fact of evading a particularly large amount of tax
This year, the VIII international literature festival Odesa will be held in Batumi
Georgian Commercial Banks Boost Business loan portfolio for large enterprises
High blueberry exports from Georgia In July
#ForbesTalks - ინტერვიუ გიორგი ჯახუტაშვილთან / 10.08.2022
#ბარი: საუბრები წარმატებაზე ბარში - გიორგი ქადაგიძე, რევაზ ვაშაკიძე და გიორგი ისაკაძე - VII გადაცემა / 06.08.2022
#BMGDRIVE:„ადამიანები ვისაც ემუშავები მალე იცვლებიან, თანამდებობებს ტოვებენ - ეს პრობლემაა“ - მევლუდ მელაძე
#საქმიანები: მაია კეზევაძის ნამდვილი იმერული ესკიზები
#BMGDRIVE: ვინ ყიდულობს „თბილისის დინამოს“? - ლევან სალუქვაძე/ 30.07.2022