01.Dec .2021 18:59

საქართველოს Inter Rao-ს სასარგებლოდ 80.5 მილიონის გადახდა დააკისრა

Back

საქართველომ რუსულ ენერგოგიგანტთან - Inter Rao-სთან საარბიტრაჟო დავა წააგო. 23 ნოემბერს სტოკჰოლმის საარბიტრაჟო ტრიბუნალმა საქართველოს Inter Rao-ს სასარგებლოდ 80.5 მილიონის გადახდა დააკისრა. საარბიტრაჟო დავა 2017 წლიდან მიმდინარეობდა. საქართველოს მთავრობა ფაქტს ადასტურებს. იუსტციის სამინისტრომ განაცხადა, რომ მათ გადაწყვეტილება უკვე გაასაჩივრეს.