Home
Category
TV Live Menu
Loading data...

საქართველოს საგარეო ვაჭრობის ანალიზი

BM.GE
31.05.21 10:01
400
საქართველო მცირე და ამავე დროსღია ეკონომიკის ქვეყანაა, რაც იმას ნიშნავს ადგილობრივ მოხმარებაში მხოლოდ ადგილობრივი წარმოების პროდუქცია არ არის. ჩვენი ქვეყნის სავაჭრო ბრუნვა ბოლო ათი წლის მანძილზე მთლიანი ეკონომიკის საშუალოდ 98.5%-ია, რითაც 200 ეკონომიკურ ერთეულს შორის 72-ე ადგილს იკავებს და რეგიონის ქვეყნებიდან ყველაზე მეტად ღია ეკონომიკის სტატუსს ფლობს. ამიტომაც სავაჭრო მონაცემები ყოველთვის საყურადღებო და საინტერესოა მით უფრო რომ სავაჭრო დისბალანსი ექსპორტსა და იმპორტს შორის მნიშვნელოვანდ განსხვავებულია.

19.6%-იანი ზრდა ექსპორტში და 10.1%-იანი ზრდა იმპორტში - საქსტატმა საგარეო ვაჭრობის მონაცემები გამოაქვეყნა, რომლის თანახმად, წლის პირველ ოთხ თვეში საქართველომ ექსპორტისგან მილიარდ 199 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო, ხოლო იმპორტისთვის ქვეყნიდან 2 მლრდ 730 მლნ დოლარი გავიდა.

ჯამში საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 3 მლრდ 929 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 12.8 პროცენტით მეტია. სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებს თუ დავაჯგუფებთ, ვნახავთ, რომ როგორც იმპორტში, ისე ექსპორტში ლიდერი არის დსთ-ის ქვეყნები. კერძოდ, უშუალოდ ექსპორტში დსთ-ის წილი 44.5%-ია, ხოლო ევროკავშირის წილი კი - 17.7%.

სტუმარი: ალექსანდრე ძნელაძე - საქართველოს საბანკო ასოციაციის პრეზიდენტი.