Home
Category
TV Live Menu
Loading data...

Bloomberg მსოფლიოს ყველაზე "სუსტ" ეკონომიკებს ასახელებს

5a8ac85a3873b
BM.GE
19.02.18 16:50
845
Bloomberg-მა წლის ყველაზე "სუსტი" ეკონომიკის სტატუსი კვლავ ვენესუელას მიანიჭა, რომელიც წლებია რეიტინგში ლიდერობს ჰიპერინფლაციისა და საკვები პროდუქტების კრიზისის გამო. მეორე ადგილს სამხრეთ აფრიკა იკავებს, რომელიც 2017 წელს მე-4 პოზიციაზე იმყოფებოდა. ასევე უცვლელია მე-3 ადგილიც, რომელიც არგენტინას ხვდა წილად. ხუთეულს ასრულებს ეგვიპტე და საბერძნეთი-თურქეთის ტანდემი, რომლებსაც ზუსტად თანაბარი ქულები მიენიჭათ.

მე-7 ადგილზეა უკრაინა, მის შემდეგ მოდის ისეთი ქვეყნები, როგორიცაა ესპანეთი, ბრაზილია, საუდის არაბეთი და სერბეთი.

რეიტინგში ბოლო ადგილებს ტაილანდი, სინგაპური, იაპონია, შვეიცარია, ტაივანი, ისრაელი, ისლანდია, ნორვეგია, სამხრეთ კორეა, დანია და ჰონგ-კონგი ინაწილებენ.

რეიტინგის შესადგენად გამოცემამ მსოფლიოს 66 ქვეყნის ეკონომიკა შეადარა ერთმანეთს. რანჟირებისას ექსპერტებმა ორიენტირად ინფლაცია და უმუშევრობა აიღეს.