Home
Category
TV Live Menu
Loading data...

რუსულ ბაზარზე დამოკიდებულება სულ უფრო მეტად იზრდება

5a6729ffc9a09
თამუნა დემეტრაშვილი
23.01.18 16:26
831
რუსული ბაზრის წილი ქართულ ექსპორტში სულ უფრო მეტად მზარდია. საქსტატის მონაცემებით, 2017 წელს რუსეთში მთელი ქართული ექსპორტის 14,5% გავიდა, რაც 395 მილიონი დოლარის ეკვივალენტია. 2016 წელთან შედარებით რუსეთის წილმა მთლიან ექსპორტში 4,7%-ით მოიმატა, გაორმაგებულია ექსპორტი თანხობრივ გამოხატულებაშიც. აღსანიშნავია, რომ წილის ასეთი მკვეთრი ზრდა (9,8% დან 14,5%-მდე) არცერთ სხვა ქვეყანასთან მიმართებით არ იკვეთება. 

რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობის აღდგენისა და ემბარგოს მოხსნის პერიოდიდან რუსეთში განხორციელებული ექსპორტის წილი მუდმივად მზარდია. 2012 წელს, მაშინ როცა ემბარგო მოქმედებდა, ექსპორტის წილი 2%-ს არ აჭარბებდა, 2013-ში ის 6%-მდე გაიზარდა, 2014 წელს 9%-ს მიაღწია, 2015-ში 7% იყო, 2016 წელს- 9,8%, ხოლო 2017 წელს 14,5%-ს მიაღწია.