13.Oct .2020 11:50

საქართველოს სახე საერთაშორისო ტურისტულ ბაზარზე

109
Back

როგორი უნდა იყოს საქართველოს საერთაშორისო სახე ტურისტულ ბაზარზე, უნდა შეიცვალოს თუ არა ნიშა, რა თემატიკის წამოწევაა საჭირო საერთაშორისო იმიჯისთვის და როგორ შეიძლება ადრე თუ გვიან მოვიშოროთ ის საბჭოთაკავშირული დამოკიდებულება ჩვენი ქვეყნის მიმართ, რომლის თანახმადაც საქართველო მხოლოდ ჭამა-სმის ქვეყანაა. დღეს მსოფლიო ტურისტულ ბაზარზე იმდენად მაღალია კონკურენცია, რომ საკმარისი აღარ არის უკეთესზე უკეთესის შეთავაზება, ახლა აქცენტი უნდა გაკეთდეს უნიკალურობაზე, ხარისხზე და არა რაოდენობაზე, თუკი რა თქმა უნდა, გვინდა რომ მაღალმხარჯველუნარიანი ტურისტები მოვიზიდოთ. ამისთვის კი, საუბარი და დაგეგმვა უნდა დავიწყოთ დღესვე, სანამ ამისთვის სწორი და შესაბამის დრო გვაქვს, შემდეგ იქნება ნაბიჯები დაგვიანებული.

სტუმარი: ნატა კვაჭანტირაძე - ტურიზმის ასოციაციის თავმჯდომარე;
ნატალია ბახტაძე - საქართველოს ეკოტურიზმის ასოციაციის თანადამფუძნებელი და მრჩეველი.