Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

საქართველოში ავეჯის წარმოება გაიზარდა - რა მოლოდინებია სექტორში?

BM.GE
10.01.23 17:50
135
საქართველოში ავეჯის წარმოება იზრდება. Galt&Taggart-ის მონაცემებით, 2017-21 წლებში, ავეჯის სექტორში ადგილობრივი წარმოების წილი 22.1%-დან 27.0%-მდე გაიზარდა. 2021 წელს ავეჯის ბაზრის ზომა 295 მლნ დოლარი იყო, აქედან 79.5 მლნ ადგილობრივ წარმოებაზე მოდის. წარმოების ზრდასთან ერთად, ავეჯის ფასებიც მზარდია. რაც საინვესტიციო ბანკის შეფასებით, ხე-ტყის პროდუქციის ფასების ზრდით აიხსნება. რაც შეეხება პროდუქციის ღირებულებას, წინა წელთან შედარებით ფასი საშუალოდ, 20-30%-ითაა გაზრდილი.