Home
Category
TV Live Menu
Loading data...

საქართველოში ავოკადოს პირველი ბაღი გაშენდა

BM.GE
22.09.21 12:57
414
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში ეგზოტიკური ხილის, ავოკადოს პირველი, საცდელი მეურნეობა შეიქმნა. ეს არის ამბავი, რომელიც საკმაოდ მნიშვნელოვანი და ალბათ გასაკვირიცაა, რადგან პირველად და უკანასკნელად ავოკადოს კულტივაცია აჭარასა და აფხაზეთში 1940-1950 წლებში ხდებოდა, თუმცა, წარუმატებლად. მიზეზი ხილის საქართველოს კლიმატურ პირობებთან შეუსაბამობა იყო. გურიაში კერძოს კი ლანჩხუთში ამ ახალი წამოწყების რისკი მაღალია, თუმცა, რისკიანობასთან ერთად, მსოფლიო ბაზრებს თუ შევხედავთ, ავოკადოს ფასი ისეთ იშვიათ კულტურებზე მაღალია, როგორიცაა მანგო და ლურჯი მოცვი.