Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

საქართველოში ღვინის საერთაშორისო კონკურსი ტარდება

BM.GE
04.10.22 12:20
173
ღვინობისთვე კახეთის და რთველის არის და ამ დროისთვის უკვ ტრადიციად ქცეული ღვინის ფესტივალი წელს მაინც გამორჩეული იქნება. 15 ოქტომბერს ღვინის მოყვარულებს და არა მხოლოდ მათ წელსაც გურჯაანში ელოდებიან. 15 ში დაგვირგვინება იქნება ასევე კონკურსისა, რომელიც საქართველოსთვის და რეგიონისთვის მართლა გამორჩეულია. 

გაზაფხულის მიწურულს, სამხრეთ აფრიკასა და კონელიანო-ვალდობიადენეში წარმატებულად ჩატარებული კონკურსების შემდეგ, International Wine & Spirit Competition-ის ჯილდოს მოსაპოვებლად ქართველ მწარმოებლებს იწვევს, რაც ქვეყნის ფარგლებში საერთაშორისოდ აღიარებულ კონკურსში მონაწილეობის მიღება უპრეცენდენტო შანსია ქართველი მწარმოებლებისთვის.

ქართველ მწარმოებლებს შესაძლებლობა ეძლევათ საერთაშორისოდ აღიარებული ჯილდო საკუთრ ქვეყანაში მოიპოვონ. ჟიურიში სუპერავტორიტეტული ადამიანები არიან, ჩვენებურებიც და უცხოელებიც.

ამ კონკურსის ამბებზე ფორბს კვირას ეთერში ღვინის ეროვნული სააგნტოს ხელმძღვანელის მოადგილემ და ბრენდ ამბასადორმა 2 ოქტომბრის ეთერში ვრცლად ისაუბრეს და არც იმის აღნიშვნა გამორჩენიათ რომ კონკურსი, ისევე როგორც ღვინის ფესტივალი გურჯაანის მაჟორიტარის თაოსნობით დაორგანიზდა.

სტუმარი: დავით სონღულაშვილი - გურჯაანის ღვინის ფესტივალის ინიციატორი;