Home
Category
TV Live Menu
Loading data...

ლაშა პაპაშვილი: კიდევ ერთხელ უნდა გაიჭირვოს ბიზნესმა

59f9786f5afb9
ელენე გოგბერაშვილი
01.11.17 11:31
695
ბიზნესმენ ლაშა პაპაშვილს საპენსიო რეფორმა მოსწონს. მიუხედავად იმისა, რომ საპენსიო სქემის მიხედვით, დამსაქმებლებს თითოეული დასაქმებულის დაუბეგრავი ხელფასის 2%-ის ინდივიდუალურ ანგარიშზე განთავსება მოუწევს, ამბობს, რომ 2% ატანადი სიმძიმის გადასახადია. როგორც ბიზნესმენმა "საქმის კურსს" განუცხადა, მნიშვნელოვანია საპენსიო ფონდში აკუმულირებული თანხების მოძრაობა იყოს გამჭვირვალე, რათა ის მძიმე წარსული, რაც პენსების და ანაბრების დაკარგვას უკავშირდება, აღარ განმეორდეს.

"ვიცი ბიზნესის ხედვა, რომ უძვირდება საქმიანობა ცოტატი, მაგრამ მეორადი ბაზრის განვითარება იმდენად მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის. მე ვფიქრობ, კიდევ ერთხელ უნდა გაიჭირვოს ბიზნესმა და გადავდგათ ეს ნაბიჯი და მივყვეთ სახელმწიფოს გადაწყვეტილებას. თუ გამჭვირვალე არ იქნება საერთოდ აზრი არ აქვს ამ რეფორმის განხორციელებას. ძალიან მწარე გამოცდილება, რაც აქვს მოსახლეობას წარსულში, დაკარგული პენსიები და ანაბრები რა თქმა უნდა არ უნდა განმეორდეს. 2% არ არის იმდენად მნიშვნელოვანი ბიზნესისთვის. რა თქმა უნდა მძიმეა, მაგრამ ატანადი სიმძიმის გადასახადია", - აცხადებს ლაშა პაპაშვილი.