Home
Category
TV Live Menu
Loading data...

საქართველოში სოციალური მეწარმეობის ხელშეწყობისთვის ახალგაზრდულ პროექტებს #EU-ს გრანტი გადაეცემათ

BM.GE
17.06.21 23:15
321
ქალაქ რუსთავში ევროკავშირი ახალგაზრდობისთვის პროექტის "სოციალური მეწარმეობა საქართველოსა და სომხეთში" ფარგლებში გამარჯვებულ სოციალურ საწარმოებთან ხელშეკრულების გაფორმების ცერემონია გაიმართა. გამარჯვებულ ახალგაზრდულ პროექტებს EU-ს გრანტი გადაეცემათ. აღსანიშნავია, რომ 2020 წლის დეკემბრიდან დღემდე ამ პროექტის საგრანტო კონკურსში კახეთის ქვემო ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებიდან მონაწილეობა ჯამში 68 ახლგაზრდულმა ორგანიზაციამ და სტარტაპმა მიიღო. გამარჯვებული საწარმოები ტურიზმის, ჰორეკას, ხელნაკეთი ნივთების, სათამაშოების წარმოების, საგანმანათლებლო, კერვისა და მექანიზაციის მიმართულებით ოპერირებენ. ღონისძიებას საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის, ადგილობრივი მთავრობის, პროექტის განმახორციელებელი ორგანიზაციების და სხვა ჩართული მხარეების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.