Home
Category
TV Live Menu
Loading data...

საქართველოში უცხოური ინვესტიციები 28.3%-ით შემცირდა

BM.GE
09.06.21 14:40
404
I კვარტალში საქართველოში უცხოური ინვესტიციები 28.3%-ით შემცირდა. საქსტატმა 2021 წლის პირველი კვარტლის მდგომარეობით პირდაპირი უცხოური ინვესტიციების სტატისტიკა გამოაქვეყნა. დოკუმენტის თანახმად, საქართველოში FDI-ის სახით მხოლოდ $125.4 მილიონი შემოვიდა, რაც წინა წელთან შედარებით 28.3%-ით ნაკლებია. მნიშვნელოვანია გარემოება, რომ ინვესტიციების მოცულობა თავისმხრივ 2020 წლის შედეგებს დარდება, 2020 წელს კი FDI პანდემიის გამო განახევრდა, შესაბამისად 2021 წელს ინვესტიციების კიდევ უფრო მკვეთრი შემცირება გაგრძელდა.