Home
Category
TV Live Menu
Loading data...

თბილისთან ახლოს ვისკის საწარმო გაიხსნება

5a86d78ef202a
მაია ბიწაძე
16.02.18 17:05
1014
"თბილისთან ახლოს, ლილოს მიმდებარე ტერიტორიაზე, ვისკის საწარმო აშენდება, რომელიც შემოდგომაზე გაიხსნება", - ამის შესახებ Bm.ge-ს "ასკანელი ძმების" დამფუძნებელმა ჯიმშერ ჩხაიძემ განუცხადა. მისი განმარტებით საწარმოში პირველ ეტაპზე 5 მილიონი ლარის ინვესტიციას დებენ, რაც საბოლოო ჯამში 30 მილიონ ლარამდე გაიზრდება.

"ეს იქნება ძალიან მაღალი დონის ქარხანა, რომელიც საუკეთესო ევროპული დანადგარებით აღიჭურვება, მათ უმრავლესობას გერმანიაში შევიძენთ, აქ მოთავსდება ალაოს გაღვივების საამქრო და ვისკის სადისტილაციო. საწარმოს წელიწადში დაახლოვებით 1500 ტონა ალაოს გადამუშავების შესაძლებლობა ექნება, ნედლეულის ძირითადი ნაწილი ადგილობრივი წარმოების მარცვლეული იქნება", - განუცხადა Bm.ge-ს ჯიმშერ ჩხაიძე.

კომპანიამ "ასკანელი ძმები" ვისკის ამჟამად, ლილოში მდებარე ღვინის ქარხანაში ამზადებს.  კომპანია წარმოების მნიშვნელოვან ზრდას გეგმავს.