Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

2017 წელს ეკონომიკა 4,8%-ით გაიზარდა

5a701ba0d7351
BM.GE
30.01.18 11:14
773
წინასწარი შეფასებით, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2017 წლის დეკემბერში და 2017 წლის IV კვარტალში რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპმა 4,7 პროცენტი შეადგინა. 2017 წელს მთლიანი შიდა პროდუქტის რეალურმა ზრდამ წინასწარი შეფასებით 4,8 პროცენტი შეადგინა.

საქსტატის წინასწარი შეფასებით, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2017 წლის დეკემბერში ზრდა აღინიშნებოდა შემდეგ დარგებში: სხვა კომუნალური, სოციალური და პერსონალური მომსახურების გაწევა, სასტუმროები და რესტორნები, დამამუშავებელი მრეწველობა, ოპერაციები უძრავი ქონებით, ხოლო კლება დაფიქსირდა ელექტროენერგიის, აირისა და წყლის წარმოებისა და განაწილების, კავშირგაბმულობის, ტრანსპორტისა და მშენებლობის სფეროებში.

დეკემბერში ახლადრეგისტრირებულ საწარმოთა რაოდენობამ 3 611 შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით 2,3%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.

ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასებებისას გამოყენებული დღგ-ის გადამხდელ საწარმოთა ბრუნვამ დეკემბერში 7 047,1 მლნ ლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით 12,4%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.