Home
Category
TV Live Menu
Loading data...

უცხოელებზე მიწის მიყიდვის ორგანული კანონის შემუშავებაში ინვესტორთა საბჭო ჩაერთო

5a85330ec3d13
სალომე მეცხვარიშვილი
15.02.18 13:00
991
უცხოელებზე მიწის მიყიდვის ორგანული კანონის შემუშავებაში ინვესტორთა საბჭო ჩაერთო,- ამის შესახებ EBRD დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში, მოლდოვასა და ბელარუსში ბრუნო ბალვანერამ განაცხადა. როგორც მან განმარტა, მათი ჩართვა კანონპროექტის შემუშავებაში მას შემდეგ მოხდა, რაც ინვესტორთა საბჭომ საქართველოს პრემიერმინისტრს შესაბამისი თხოვნით და წერილით მიმართა.

"კანონი უცხოელებზე მიწის გასხვისების აკრძალვასთან დაკავშირებით უკვე მიღებულია, თუმცა, იცით რომ მოცემულ კანონში არის ჩანაწერი რომელიც გარკვეულ გამონაკლისებზე საუბრობს აკრძალვასთან მიმართებით. ამ გამონაკლისებზე იმსჯელა კონკრეტულმა ჯგუფმა თავინათი პოზიციისა და იმ წერილის შინაარსის გათვალისწინებით, რომელიც ჩვენ გავუგზავნეთ პრემიერ-მინისტრს",- აცხადებს ბრუნო ბალვანერა.

ინვესტორთა საბჭომ იანვრის ბოლოს საქართველოს პრემიერს წერილით მიმართა. ინვესტორთა საბჭოს წევრებმა მიწის ორგანულ კანონზე მუშაობის შესახებ მწირი ინფორმაციის გამო, უკმაყოფილება გამოთქვეს.