Home
Category
TV Live Menu
Loading data...

ქართული ხელნაკეთი თოჯინები საზღვარგარეთ იყიდება

5a1bc2eb19edd
BM.GE
27.11.17 11:44
1653
პროფესიით მათემატიკოსი ნაირა გოგინაშვილისთვის მხატვრობა და ეხლა უკვე თოჯინების კეთება ჰობიდან ბიზნესად იქცა. ნაქსოვი სათამაშოების კეთება ნატურალური ნედლეულით რამოდენიმე წლის წინ დაიწყო. სათამაშეობს ჯერ შვილიშვილებისთვის აკეთებდა, შემდეგ ნამუშევრების კოლექციაც გაიზარდა და ნელ-ნელა საქმიანობამ უკვე ბიზნესის სახეც მიიღო. დღეს მისი ნაქსოვი და ნაქარგი, ხელნაკეთი ნამუშევრები უცხოეთშიც იყიდება.

„თავიდან შვილიშვილებს ვუქსოვდი თოჯინებს. შემდეგ მათ სხვადასხვა ზღაპრის გმირებიც დაემატა. მერჩივნა ბავშვებს ჩემი, ნატურალური პროდუქტით შექმნილი თოჯინებით ეთამაშათ, რომელიც ირეცხება, მყარი კარკასიც აქვთ და ეკოლოგიურად სუფთაცაა. დროთა განმავლობაში ჰობი ბიზნესად იქცა და დღეს სახლი თოჯინების სახელოსნოდაც ჩამოყალობდა“ - ამბობს ქალბატონი ნაირა.

ამ ეტაპზე თოჯინების შეძენა ძირითადად ონლაინაა შესაძლებელი. თითოეულ თოჯინა, რომელსაც ხელოვანი ამზადებს ინდივიდუალურია და მხოლოდ ბუნებრივი ნედლეიულით მზადდება. ნაირა გოგინაშვილის გმირები ხშირად ტურისტებსაც მიაქვთ, როგორც საქართველოში დამზადებული სუვენირი. 

„ამ ეტაპზე საახალწლო საჩუქრები უფრო აქტუალურია. ხშირად მიწევს საჩუქრად სხვადასხვა ადამიანების პროტოტიპი თოჯინების დამზადებაც. მიყვარს ჩემი საქმე და მიხარია ამდენი კმაყოფილი მომხმარებელი ჩემს გარშემო. ზოგჯერ დამზადებაში ჩემი შვილიშვილებიც მეხმარებიან. ისინიც პატარა მხატვრები არიან და სიამოვნებთ ჩემთან ერთად მუშაობა. რაც მთავარია ვიცი, რომ ჩემი მომზმარებლების გამორჩეული, უნიკალური და ეკოლოგიურად სუფთა ნივთი ექნებათ სახლში“.- დაამატა ხელოვანმა.