Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

"კასპის სასურსათო ქარხანა" დარგში არსებულ პრობლემებს ასახელებს

59e60b2fc1e65
BM.GE
18.10.17 10:50
1175
"კასპის სასურსათო ქარხანა" პროდუქციას აშშ-ში რამდენიმე წელია აგზავნის. კომპანიის ხელმძღვანელი თამაზ მერაბაშვილი "საქმის კურსთან" აცხადებს, რომ ყველაზე პოპულარული პროდუქცია ამერიკაში ქართული ტყემლები და საწებლებია.

მისი თქმით, პროდუქცია ძირითადად ნიუ-იორკში იგზავნება და გათვლილია იქ მცხოვრებ ქართველებსა და პოსტ-საბჭოთა ქვეყნების წარმომადგენლებზე. კომპანია საწებლების გარდა ამერიკაში ყიდის მურაბებს, ჯემებს, მარინადებს. 

კომპანიის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ წელს ნაკლები პროდუქცია გამოუშვეს, ვიდრე შარშან. თამაზ მერაბაშვილის თქმით, მიზეზი ნედლეულის ნაკლებობაა.

რაც შეეხება დაგეგმილ პროექტებს, კომპანიას უკვე ერთი წელია შეჩერებული აქვს ნატურალური წვენების საამქროსა და სამაცივრე მეურნეობის მშენებლობა. კომპანიის ხელმძღვანელი ამბობს, რომ მიზეზი ფინანსებია, რომლის მოპოვებაც ამ დრომდე ვერ მოახერხეს.

კომპანიას დაფინანსების მიღება სახელმწიფო პროგრამა "აწარმოე საქართველოში" ფარგლებში სურდა, თუმცა, კომპანიის ხელმძღვანელის თქმით,  დაფინანსება ვერ მოიპოვეს.

"კასპის სასურსათო ქარხანა" წლიურად 2 ათას ტონა ნედლეულს გადაამუშავებს.