Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

Deutsche Bank $70 მილიონით დააჯარიმეს

5a784bf1c4e00
BM.GE
05.02.18 16:18
917
აშშ-ის ფედერალურმა სარეზერვო სისტემამ გერმანული ბანკი Deutsche Bank AG $70 მილიონით დააჯარიმა. ამერიკული მარეგულირებლის განცხადებით ბანკის მოვაჭრეები განაკვეთებზე მანიპულირების მოხდენას ცდილობდნენ. გერმანული ბანკი ჯარიმის გადახდაზე დათანხმდა, - აღნიშნულ ინფორმაციას Bloomberg ავრცელებს.

ამერიკის შეერთებული შტატების საექსპორტო სასაქონლო ვაჭრობის (CFTC) კომისიის დასკვნით, Deutsche Bank Securities-ის მოვაჭრეები მრავალი წლის განმავლობაში ISDAfix-ს, რომელიც ბანკებს საპროცენტო განაკვეთის სვოპებისა და სხვა ინსტრუმენტების ღირებულების განსაზღვრაში ეხმარება, ფირმების პოზიციების სასარგებლოდ ადგენდნენ. კომისიის გამომძიებლების განცხადებით, ბანკის თანამშრომლები კურსის დადგენას რამდენიმე სტრატეგიის დახმარებით ცდილობდნენ, რომლის ბოროტად გამოყენებაც 2007 წლის მაისიდან 2012 წლის მაისამდე ხდებოდა.

"ჩვენს ბაზრებზე მანიპულირების ადგილი არ არის,"- განაცხადა CFTC-ის ერთ-ერთი განყოფილების აღმასრულებელმა ჯეიმს მაკდონალდმა.

ბოლო წლებში Deutsche Bank-ს ჯარიმების გადახდა რეგულარულად უწევს. მაგალითად, გასულ წელს აშშ-ის ფედერალურმა სარეზერვო სისტემამ გერმანული ბანკი "სავალუტო ბაზარზე სახიფათო პრაქტიკის“ გამოყენებისთვის დააჯარიმა.