Home
Category
TV Live Menu
Loading data...

მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეს რეაბილიტაცია ჩაუტარდება

5a2f8ddc1f135
სალომე მეცხვარიშვილი
12.12.17 12:02
707
მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეს რეაბილიტაცია ჩაუტარდება. თბილისის ბიუჯეტიდან სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის 2 მილიონ 213 ათასი ლარი გამოიყოფა.

სასახლის ხელმძღვანელი თიკა რუხაძე საქმის კურსთან აცხადებს, რომ უპირველესად იგეგმება შენობის გამაგრებითი სამუშაობი. ამასთან, მოხდება გათბობა-გაგრილების ელექტრო სისტემის მოწყობა. თიკა რუხაძის ინფორმაციით, ამ დრომდე სასახლეში გათბობის სისტემა არ არსებობს და მოსწავლეებს ოთახებში რეფლექტორებით უწევთ გათბობა.

ამასთან, მისი თქმით, გუშინ დასრულდა სასახლეში ხანძარსაწინააღმდეგო სისტემის მონტაჟი, რომელიც აქამდე ასევე არ არსებობდა.

იმისთვის, რომ გამაგრებითი სამუშაოები დაიწყოს, ჯერ შესაბამისი პროექტი უნდა მომზადდეს. გათბობის სისტემების მონტაჟისთვის კი პროექტი უკვე მზადაა.

რაც შეეხება სასახლის შიგნით სარესტავრაციო სამუშაოებს, 2018 წლის ბიუჯეტში თანხები ამისთვის გამოყოფილი არ არის, თუმცა, მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ სარესტავრაციო სამუშაოები ბოლო ეტაპია და ის მომდევნო წლებში თანდათანობით გახორციელდება.