Home
Category
TV Live Menu
Loading data...

"სილქნეტისა და ჯეოსელის გარიგება ლარის კურსზე გავლენას არ მოახდენს"

5a719d568ffbe
BM.GE
31.01.18 14:40
905
ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, კობა გვენეტაძის თქმით, კომპანია სილქნეტსა და ჯეოსელს შორის არსებული გარიგება ლარის კურსზე გავლენას არ მოახდენს. მისი თქმით, ტრანზაქციაც და დაფინანსებაც აშშ დოლარში ხდება, განსხვავებით თიბისი ბანკსა და ბანკ რესპუბლიკას შორის განხორციელებული გარიგებისგან.

"ლიკვიდობა ამ ვალუტაში ბანკებს საკმაოდ მაღალი აქვთ, რაც დიდი ალბათობით გამორიცხავს აუცილებლობას, რომ ბაზარზე მოხდეს დოლარის შესყიდვა, ამიტომ იმის თქმა, რომ ეს გარიგება გავლენას მოახდენს ლარის კურსზე არ იქნება სწორი, თუმცა ამაზე უფრო ნათლად შეიძლება საუბარი მას შემდეგ, რაც უშუალოდ შეთანხმების დეტალები გახდება ცნობილი", - განაცხადა კობა გვენეტაძემ.

შეგახსენებთ, რომ 2016 წელს ლარის გაუფასურების ერთ-ერთ მიზეზად თიბისი ბანკსა და ბანკ რესპუბლიკას შორის განხორციელებული გარიგება სახელდებოდა.