Home
Category
TV Live Menu
Loading data...

საქონლის ხორცის შემოწმების შედეგები

5a32955e893ca
BM.GE
14.12.17 19:13
794
არასამთავრობო ორგანიზაციამ ,,სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი’’ საქონლის ხორცი ტყვიის შემცველობაზე შეამოწმა. თბილისის სხვადასხვა უბანში, ხალხმრავალ ადგილებში 10 ნიმუში აიღეს. როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, ლაბორატორიიდან მიღებული პასუხების მიხედვით დადგინდა, რომ შემოწმებულ ნიმუშებში ტყვიის ოდენობა დასაშვებ ნორმაზე 0,1 მგ/კგ-ით ნაკლებია.

"სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრმა’’ 2017 წლის ივლისში გამოაქვეყნა სურსათის ეროვნული სააგენტოდან გამოთხოვილი პროდუქტების ჩამონათვალი, რომლებშიც სააგენტომ 2013-2017 წლებში ტყვიის გადამეტებული ოდენობა აღმოაჩინა. როგორც სიიდან ჩანს, უმეტესად, დაბინძურებული ადგილობრივი საქონლის ხორცი იყო.

მავნე პროდუქტების შესახებ მოქალაქეებს დროულად არ გაგვაგებინეს და ვერც დაბინძურების წყაროები გამოავლინეს. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ საქონლის ხორცი ტყვიის შემცველობაზე ჩვენც შეგვემოწმებინა’’-განმარტავს ორგანიზაცია.