Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

გურჯაანში ნარჩენების დახარისხება მოხდება

5a3e70b4287f4
BM.GE
23.12.17 19:02
1135
2018 წლიდან გურჯაანის მუნიციპალიტეტში მყარი ნარჩენების დახარისხება მოხდება.  გურჯაანის მერიის ინფორმაციით, დაწყებულია მუშაობა 5 წლიან სამოქმედო გეგმაზე და კონტეინერების საყიდლად 2018 წლის ბიუჯეტიდან 200 000 ლარია გათვალისწინებული.

„პირველ ეტაპზე, მყარი ნარჩენების დახარისხება დაიწყება ქალაქ გურჯაანიდან და ქუჩებში სამი სახის კონტეინერი დაიდგმება, ხოლო მთლიანად მუნიციპალიტეტის მასშტაბით - 1520 ნაგვის ურნა განთავსდება.

ასევე, შევიძენთ 8 ნაგავმზიდს და 2 მანქანას, რომელიც განკუთვნილი იქნება შიდასახელმწიფოებრივი დანიშნულების გზების დასუფთავების სამუშაოების შესრულებისთვის”, - განმარტავენ ქალაქის მერიაში.