Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

Benefits: მოგების გადასახადის რეფორმა არ უნდა გადავადდეს

5a966c4e32cac
ელენე გოგბერაშვილი
28.02.18 12:44
793
საფინანსო სექტორისთვის მოგების გადასახადის რეფორმა 2019 წლიდან უნდა ამოქმედებულიყო, თუმცა ფინანსთა სამინისტროს გადაწყვეტილებით, ე.წ ესტონურ მოდელზე გადასვლა 2023 წლამდე გადავადდა.

ამ გადაწყვეტილებამ სადაზღვევო სექტორის ნაწილის წინააღმდეგობა გამოიწვია. სადაზღვევო კომპანიების ასოციაციას მიაჩნია, რომ საბანკო და სადაზღვევო სექტორების ერთ პირობებში ჩაყენება არასწორია, რადგან სადაზღვევოების შემოსავლები ბევრად ჩამორჩება საბანკო სექტორის შემოსავლებს. ამ ნაწილში ასოციაციის პოზიციას ეთანხმება "ჯი პი აი ჰოლდინგი", თუმცა კომპანიაში მიაჩნიათ, რომ მოგების გადასხადის ე.წ ესტონურ მოდელზე გადასვლის გადავადება მათთვის ნაკლებად მნიშვნელოვანია და ეს უფრო დამწყები კომპანიების პრობლემაა.

ასოციაციის საერთო პოზიციას იზიარებს სადაზღვევო კომპანია "გლობალ ბენეფიტს ჯორჯიას" გენერალური დირექტორი. ნინა კობახიძეს მიაჩნია, რომ ფინანსთა სამინისტროს გადაწყვეტილება სადაზღვევო ინდუსტრიას არ უნდა შეეხოს, რადგან ეს სექტორი ჯერჯერობით საბანკო სექტორივით განვითარებული არ არის. ნინა კობახიძე მთავრობას გადაწყვეტილების შეცვლისკენ მოუწოდებს და ამბობს, რომ სადაზღვევო ინდუსტრიაზე სხვადასხვა მოთხოვნების ფონზე, მნიშვნელოვანია მოგების გადასახადის რეფორმა მათზეც გავრცელდეს.

"სადაზღვევო ინდუსტრიისთვის მნიშვნელოვანია რომ არ იყოს გადავადებული და არ შეეხოს სადაზღვევო ინდუსტრიას ეს, რადგან ჩვენ არ ვართ ჯერჯერობით საბანკო სექტორივით განვითარებული. კარგი იქნება თუ ამას გაითვალისწინებს მთავრობა, რადგან საწესდებო კაპიტალის შევსება და არაერთი ვალდებულება დაგვიწესდა. მათ შორის ზედამხედველის ფინანსირებაც 1-ლი იანვრიდან და კარგი იქნება თუ მთავრობაში ამას გაითვალისწინებენ", -აცხადებს BM.GE-თან ნინა კობახიძე.