Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

ფადი ასლი: ვლადიმერ კაკაბაძე უნდა იჯდეს ციხეში

59c3a2621c35c
BM.GE
21.09.17 15:28
997
ვლადიმერ კაკაბაძე უნდა იჯდეს ციხეში და მას არ უნდა ეკავოს მოსამართლის პოსტი,- ამის შესახებ საერთაშორისო სავაჭრო პალატის ხელმძღვანელმა ფადი ასლიმ "საქმის კურსის" პირდაპირ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, ის აუცილებლად გაასაჩივრებს გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც მას მოსამართლე ვლადიმერ კაკაბაძის მიმართ 3 ათასლარიანი ჯარიმის გადახდა დაეკისრა.

"განაჩენი ჩემთვის მოსალოდნელი იყო და არ ყოფილა სიუპრიზი. იმის მაგივრად, რომ საქმე აღეძრათ კორუმპირბეული მოსამართლეების წინააღმდეგ, ისინი იცავენ მათ. ამის მაგივრად მათ საქმე აღძრეს იმ ადამიანების წინააღმდეგ, ვინც მათ ამხელს.

მე, რა თქმა უნდა, გავასაჩვრებ ამას. არ ვენდობი სასამართლოს განაჩენს. ზუსტად ისევე, როგორც წინა მთავრობის ფარგლებში, იგივე კურსი გრძელდება ახლაც. ჩემი აზრით, სწორედ ეს კორუმპირებული მოსამართლეები უნდა გათავისუფლდნენ და მათ უნდა დატოვონ თანამდებობები.
აბსოლუტური აბსურდია, რომ ჩემს მიმართ საქმე აღიძრა. არ მგონი, რომ უცხოელი ინვესტორებისთვის მიმზიდველი გარემო იყოს, ამგვარი საქმის აღძვრა.

ჩემმა ადვოკატმა გაანადგურა კაკაბაძის ყველა არგუმენტი, რომელიც დაფუძნებული იყო პროცედურულ დარღვევებზე, მიუხედავად ამისა, სასამართლომ გამოიტანა განაჩენი. მე არაერთხელ გავაჟღერე, რომ არ ვენდობი სასამართლოს განაჩენს. კაკაბაძე არის კორუმპირებული მოსამართლე და ჩემი მოსაზრება დამყარებულია იმ საქმიანობაზე, რასაც ის ეწევა. ვლადიმერ კაკაბაძე უნდა იჯდეს ციხეში და მას არ უნდა ეკავოს მოსამართლის პოსტი.
ყველა მოსამართლე, რომელიც კაკაბაძესავით კორუმპირებულია, უნდა იჯდეს ციხეში“- აცხადებს ფადი ასლი.