Home
Category
TV Live Menu
Loading data...

"თუ იმპორტიორები ზედმეტად გაზრდიან ფასებს, ისევ მოუწევთ მისი შემცირება"

5a0c00e6c59d4
BM.GE
15.11.17 12:53
783
ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის არჩილ მესტვირიშვილის განცხადებით, ლარზე მოქმედი ფუნდამენტური ფაქტორები პოზიტიურია და ლარის ბოლოდროინდელი გაუფასურების ერთ-ერთი მიზეზი იმპორტიორების მხრიდან ვალუტის გააქტიურებული ყიდვაა.

„ფუნდამენტური ფაქტორები არის პოზიტიური. მოლოდინების მხრიდან არის გამოწვეული ეს ქცევა (ლარის გაუფასურება) და რასაც ჩვენ ვხედავთ იმპორტიორებმა, რომლებიც იანვარ-თებერვალში ყიდულობდნენ ვალუტას დაიწყეს შესყიდვა ჯერ კიდევ აგვისტოდან რაც არის გააქტიურებული და რაც ასევე მოლოდინებთან არის დაკავშირებული“, - ამბობს მესტვირიშვილი და დასძენს, რომ თუკი იმპორტიორები პროდუქციაზე ფასებს გაზრდიან მათი ყადივები შემცირდება, რის შემდეგაც კვლავ ფასის შემცირება მოუწევთ:
„ჩვენი რეაქცია ამაზე იქნება მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება.

თუ ვინმე ზედმეტად გაზრდის ფასს, მათ შორის იმპორტიორი და მას ეყოლება ადგილობრივი ჩამნაცვლებლები, ჩვენ ადრეც გვინახავს რომ იმპორტიორებმა გაზარდეს ფასები და შემდეგ მათი გაყიდვები შემცირდათ და მათ ისევ მოუწიათ ფასის შემცირება. ბუნებრივია მომავალშიც ამასთან გვექნება საქმე“, - ამბობს მესტვირიშვილი.