Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

"აგარის შაქარმა" მუშაობა განაახლა

5976f91ee69af
BM.GE
25.07.17 11:49
933
რამდენიმეთვიანი პაუზის შემდეგ "აგარის შაქარმა“ მუშაობა განაახლა. კომპანიის დირექტორიმა ალხან ალიზადემ „საქმის კურსს“ განუცხადა, რომ წარმოება დაახლოებით ერთი თვეა განახლდა. ალიზადე ამბობს, რომ ნედლეულის ფასები შემცირდა, რამაც კომპანიას მუშაობის გაგრძელების საშუალება მისცა.

"აგარის შაქარმა" წარმოება ნოემბრიდან შეაჩერა. ალხან ალიზადე მაშინ ამბობდა, რომ ქარხანა იმპორტირებულ პროდუქციას ფასის კუთხით კონკურენციას ვერ უწევდა, უმეტესად კი საქართველოში შაქარი უკრაინიდან შემოდის.

"ვცდილობთ დავრჩეთ ბაზარზე მიუხედავად დიდი კონკურენციისა“, - ამბობს ალხან ალიზადე.

ამასთან როგორც კომპანიის დირექტორი ამბობს ცვლილებები განხორციელდა კომპანიის მენეჯმენტში. „საქმის კურსის“ ინფორმაციით, "აგარის შაქარი" ქართული მენეჯმენტის დიდმა ნაწილმა დატოვა.