Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

ახალი კომპანია ბაზარზე, რომელიც საქართველოში ენერგოეფექტურ მშენებლობებს განახორციელებს

599541155bad6
BM.GE
17.08.17 11:10
1322
საქართველოში ახალი კომპანია "კავკასიის უძრავი ქონების ფონდი" იხსნება, რომელიც ინვესტიციებს ენერეგოეფექტურ უძრავ ქონებაში განახორციელებს. ფონდის დაარსებას საინვესტიციო კომპანია "ბლოუჩარდი" აპირებს, რომელმაც საშა ტერნესის კომპანია "ტერნესის უძრავი ქონების ფონდი" მიმდინარე წლის ივლისში უკვე შეიძინა.
როგორც კომპანიის პრესრელიზშია აღნიშნული, ახალი ფონდი ინვესტიციებს არამხოლოდ საქართველოში, არამედ რეგიონის მასშტაბით განახორციელებს.

"ამჟამად ენერგო ეფექტური შენობების რაოდენობა საქართველოში მცირეა, რაც საშუალებას იძლევა მომავალში "კავკასიის უძრავი ქონების ფონდი" მიერ დაფინანსებული პროექტების განხორციელების შედეგად მნიშვნელოვნად შემცირდეს გამონაბოლქვი CO2- ის მოცულობა.

გარდა ამისა, ხარისხიანი შენობების სიმცირე, ასევე აშენებული სახლების ათვისების მაღალი დონე და უძრავი ქონების სფეროს შემოსავლიანობა „კავკასიის უძრავი ქონების ფონდის" ინვესტორების მნიშვნელოვან ფინანსურ სარგებელს განაპირობებს. არსებული შენობების განახლებისა და ახალი სახლების აშენების შედეგად, "ბლუორჩარდის" ახალი ფონდი საქართველოში ენერგო ეფექტური მშენებლობის ტენდენციის დამკვიდრებას შეუწყობს ხელს.

მიმდინარე წლის ივლისში "ბლუორჩარდმა" "ტერნესის უძრავი ქონების ფონდი" შეიძინა, რომელიც პიონერია საქართველოში მაღალშემოსავლიან უძრავ ქონებაში განხორციელებულ კოლექტიურ ინვესტიციებში. აღნიშნული ფონდის გამოცდილება „ბლუორჩარდის“ უძრავი ქონების სფეროში საქმიანობას გააფართოებს და განავითარებს.

"ტერნესის უძრავი ქონების ფონდი" საშა ტერნესის მიერ დაარსდა, რომელიც ამჟამად „ბლუორჩარდის" ვიცე- პრეზიდენტია უძრავი ქონების საკითხებში. საშა ტერნესს აქვს განვითარებადი ეკონომიკის მქონე ქვეყნების ფინანსური ბაზრების 20 წლიანი ხელმძღვანელობის გამოცდილება. იგი 2007 წლიდან ცხოვრობს საქართველოში, სადაც თავდაპირველად იყო პროკრედიტ ბანკის ფინანსური დირექტორი, ხოლო მოგვიანებით ამავე ბანკის გენერალური დირექტორი. საშა ტერნესი იკავებდა ასევე საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილის თანამდებობას. „ბლუორჩარდის“ წარმომადგენლობითი ოფისი საქართველოში 2013 წელს გაიხსნა. ამჟამად ოფისში 14 თანამშრომელი მუშაობს", - ნათქვამია კომპანიის პრესრელიზში.

აქვე აღნიშნულია, რომ 12-15 აგვისტოს „ბლუორჩარდის“ ორგანიზებით მოეწყო შვეიცარიელი ინვესტორებისა და უძრავი ქონების სექტორის წარმომადგენლების სამუშაო ვიზიტი საქართველოში. კომპანიის ინფორმაციით, ვიზიტის ძირითადი მიზანი საქართველოში უძრავი ქონების სექტორში არსებული სიტუაციის შესწავლა და ამ სფეროს წარმომადგენლებთან შეხვედრა იყო.

"ძლიერი მაკროეკონომიკური მაჩვენებლების, ასევე ხელსაყრელი დემოგრაფიული და ურბანიზაციული მდგომარეობის გათვალისწინებით, აშკარაა, რომ საქართველოში იზრდება ხელმისაწვდომი და ენერგო ეფექტური უძრავი ქონების მიმართ მოთხოვნა. სწორედ ამიტომ შვეიცარელი ინვესტორებისა და უძრავი ქონების წარმომადგენლების მაღალი დონის დელეგაციის ვიზიტის მიზანი იყო საქართველოში განხორციელებული სხვადასხვა პროექტების გაცნობა და ადგილობრივ კოლეგებთან შეხვედრა, რაც მომავალში შვეიცარიულ მხარესთან თანამშრომლობის გაღრმავებას და საქართველოში უძრავი ქონების სფეროში ინვესტიციების განხორციელებას შეუწყობს ხელს",- აცხადებენ კომპანიაში.