Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

დედაქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტი ღამის საათებშიც იმოძრავებს

5a5f01a0ae69f
BM.GE
17.01.18 11:54
537
დედაქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტი ღამის საათებშიც იმოძრავებს. თბილისის მერის კახი კალაძის თქმით, ეს შესაძლებლობა თბილისის მცხოვრებლებს მხოლოდ გარკვეულ დღეებში ექნებათ.

მისივე ინფორმაციით, დედაქალაქის მერია ღამის თბილისის განვითარების კონცეფციაზე მუშაობს, რომელსაც თებერვლის ბოლოს წარადგენს.

დედაქალაქის მერი ამბობს, რომ წარადგენენ ახალ სტრატეგიას საზოგადოებრივი ტრანსპორტის მიმართულებით, თუ როგორ ხედავს მერიის ახალი ხელმძღვანელობა 4 წლის განმავლობაში ამ მიმართულებით განვითარებას.

კალაძე აანონსებს, რომ ცვლილებები იქნება ტაქსების მიმართულებითაც.