Home
Category
TV Live Menu
Loading data...

#საქმიანები: "სახურავი მზიან ამინდში უნდა შეაკეთო" - კობა გვენეტაძის 7 წელი

BM.GE
16.02.23 11:04
149
ეროვნული ბანკის ახალი პრეზიდენტი დაიცავს იმ პოზიციას, რომლის ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას სჭირდება. - ეს იყო წლების წინ , 2016 წლის 17 მარტს, როცა მაშინდელ პრეზიდენტთან გიორგი მარგველაშვილთან ეროვნული ბანკის ჯერ ისევ მოქმედი პრეზიდენტის შეხვედრა შედგა და წლების შემდეგ სამშობლოში დაბრუნებული კობა გვენეტაძისთვის ეროვნული ბანკის პრეზიდენტობის ვადის ათვლა დაიწყო. მაშინ გიორგი მარგველაშვილმა თქვა, რომ გვენეტაძისგან ეროვნულ ვალუტასთან დაკავშირებით ინფორმაცია მიიღო.

ადვილი მისახვედრია საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ სამუშაო გამოცდილების და მდიდარი ბიოგრაფიის სებ-ის ახალი პრეზიდენტის მთავარ დაკვეთად ერთიანად გაუფასურებისკენ წასული ლარის დაჭერა წარმოადგენდა. 2016 წელს კობა გვენეტაძემ ნდობისთვის და მხარდაჭერისთვის ყველას მადლობა გადაუხადა და მის ცხოვრებასა და კარიერაში ალბათ ერთ ერთი ყველაზე გამოწვევებით სავსე პერიოდი დაიწყო. ლარის გამყარების წასვლა წასვლისას უფრო შესამჩნევი გახდა, მიზეზები თავისი ჰქონდა ამას.

კობა გვენეტაძე - სებ-ის პრეზიდენტი;