Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

#საქმიანები​: თამამი ხედვის არქიტექტორი - გიორგი ხმალაძე

BM.GE
25.03.21 10:09
490
მისი ნამუშევრები მსოფლიოში დიდი წარმატებით სარგებლობს - მის პორტფელშია ახალგაზრდა არქიტექტორების საერთაშორისო კონკურსის ArchDaily & Strelka Award 2019-ის გრან-პრი, 2014 წელს მსოფლიოში არქიტექტორების ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ საერთაშორისო კონკურსზე Architizer A+ Awards -ის გამარჯვება, 2016 ში ამავე კონკურსზე ჟიურის სპეციალური აღნიშვნა და სავიზიტო ბარათებად ქცეული: მომავლის არქიტექტურის 10 ნიმუშს შორის მოხვედრილი ბათუმის მაკდონალდსის შენობა; გამაჯანსაღებელი ცენტრისა და ზღვის კურორტის პროექტი შეკვეთილში, ფიჭვნარში; თბილისში ახალაშენებული ყავის ფაბრიკის პროექტი და კიდევ ბევრი ყველასთვის კარგად ნაცნობი პროექტი. ეს ყველაფერი არქიტექტორ გიორგი ხმალაძის სახელს უკავშირდება.

გიორგი ხმალაძე - არქიტექტორი

#საქმიანები მანანა მანჯგალაძესთან ერთად