Home
Category
TV Live Menu
Loading data...

"შემოგვაქვს ქმედითი მექანიზმი, რათა სასამართლოებმა მართლმსაჯულება უფრო წრაფად განახორციელონ"

5a844535a4962
თელარა გელანტია
14.02.18 18:17
1016
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ეკა ბესელიას განცხადებით, სასამართლო რეფორმის ე.წ. მეოთხე ტალღის ფარგლებში მომზადებული პირველი საკითხის განხილვა პარლამენტში მომავალ კვირას დაიწყება.

როგორც ბესელიამ BM.ge-ის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, "აღნიშნული საკითხი სასამართლოებში საქმეთა განხილვის გაჭიანურებული ვადების რეგულირებას ემსახურება".

"ვადების რეგულირება საშუალებას მოგვცემს, რომ თავიდან ავიცილოთ საქმეების ვადის დარღვევით განხილვა, რომლის უკანაც ბევრი ჩვენი მოქალაქის ინტერესი დგას. ამ ცვლილებებით ჩვენ გვსურს, შემოვიღოთ საქმეების უფრო სწრაფად გადაწყვეტის ახალი მექანიზმები - ეს ნიშნავს იმას, რომ კოლეგიური განხილვის ნაცვლად შეიძლება რიგ შემთხვევებში საქმეების ერთპიროვნული განხილვა მოხდეს, ასევე შეიძლება ყველა საქმე არ იყოს ზეპირად განხილული; გარდა ამისა, შესაძლოა, დავის საგნის ფასი შეიცვალოს და ა.შ. ანუ შემოგვაქვს უფრო ქმედითი მექანიზმი, რომელმაც ბევრი საქმის და დატვირთვის პირობებში, სასამართლოს უნდა მისცეს შვება, რათა სასამართლოებმა მართლმსაჯულება უფროს წრაფად განახორციელონ", - განაცხადა ბესელიამ.