Home
Category
TV Live Menu
Loading data...

Eurotex ახალი ქართული ბრენდის შექმნაზე მუშაობს

5a87dfca67fa7
მაია ბიწაძე
17.02.18 15:00
713
კომპანია Eurotex ახალი ქართული ბრენდის „მოვის“ შექმნაზე მუშაობს, რომელიც ქალის სამოსის დიზაინერულ ხაზს მოიცავს. ,,მოვი“ იატალიური ქსოვილებით შეიკერება და ადგილობრივ ბაზარზე და ევროპაში გაიყიდება. როგორც Bm.ge-ს კომპანია ,, Eurotex”-ის გენერალურმა დირექტორმა მარინა ბლაკუნოვამ განუცხადა, "მოვის“ ბრენდული მაღაზია პირველ ეტაპზე ,,თბილისი გალერიაში“ განთავსდება, რაზეც მოლაპარაკებებს აწარმოებენ. ბრენდის სამოსი ასევე გაიყიდება ონლაინ მაღაზიაში, რომელიც კომპანია ,, Eurotex”-ის საიტზე განთავსდება, ვებ-გვერდი ამჟამად დამუშავების პროცესშია.

"მოვი" ქალის სამოსის დიზაინერული ხაზი იქნება, რომელიც მოიცავს ქურთუკებს, პალტოებს, პიჯაკებს, შარვლებს, ქვედაბოლოებს, გამოსასვლელ კაბებს და სხვა... პროდუქციის კერვა ფაბრიკაში უკვე დაწყებულია, ნაჭრებით იტალიიდან ვმარაგდებით, რომელიც მაღალხარისხიანია, შესაბამისად სამოსი ძვირადღირებულია და პრემიუმ სეგმენტზეა გათვლილი„ - განუცხადა Bm.ge-ს მარინა ბლაკუნოვამ.

Eurotex ამჟამად მხოლოდ საექსპორტო პროდუქცუას ამზადებს, რომელიც 100%-ით ევროპაში იყდება, ეს არის ,,მონკლერის“ ქურთუკები და ,,ექვალაინის“ შარვლები, რომელიც საჯირითო სამაოსის მწარმოებელი ბრენდია.