Home
Category
TV Live Menu
Loading data...

კალაძე სამშენებლო კომპანიებს უსაფრთხოების წესების დაცვისკენ მოუწოდებს

5a8bde3be1a03
მეგი კავთუაშვილი
20.02.18 12:35
832
თბილისის მერი მოუწოდებს სამშენებლო კომპანიებს, დაიცვან უსაფრთხოების წესები და ნუ მიიყვანენ საქმეს ჯარიმის გადახდამდე. როგორც კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, მშენებლობებზე უსაფრხო გარემოს შესაქმნელად, საჭიროა სახელმწიფოს და კერძო სექტორის შეთანხმება.

„მე იმედი მაქვს რომ გაიზრდება უსაფრთხოების ნორმების შესრულების მაჩვენებელი და არა დაჯარიმებული კომპანიების რიცხვი. იმისთვის რომ მივიღოთ უსაფრთხო გარემო, მნიშვნელოვანია ერთის მხრივ წესების არსებობა და მეორეს მხრივ მისი დაცვა. საჯარიმო სანქციები არ არის ერთადერთი საშაულება ამ წესების შესრულების უზრუნველსაყოფად. საჭიროა შევთანხმდეთ ამ წესების დაცვის აუცილებლობაზე. ჩვენ არაერთი შეხვედრა გვქონდა მშენებლებთან, კომპანიებთან, რომელთაც გავაცანით ჩვენი ხედები და მიდგომები და ძალიან დიდი იმედი მაქვს, ისინი გაითვალისწინებენ ჩვენს მიდგომებს. ჩვენ ყველამ ერთად უნდა შევქმნათ უსაფრხო გარემო.“ - განაცხადა კახა კალაძემ.