Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

ვის ეკუთვნის კომპანია, რომელიც თბილისში Hilton-ის სასტუმროს ააშენებს

5a71f8931a851
BM.GE
31.01.18 18:36
1907
თბილისში კოსტავას ქუჩაზე სასტუმრო Hilton-ს კომპანია „გრანატი“ ააშენებს. საინვესტიციო კომპანია "გრანატ-ინვესტმენტი“ პროექტში 45 მლნ-მდე ევროს ინვესტიციას განახორციელებს. „ჰილტონ თბილისის“ მთავარი კონტრაქტორი დეველოპერი კომპანია იქნება BBC, სამშენებლო პროცესს კი, მენეჯმენტს ბრიტანული კომპანია BHP გაუწევს. კონტრაქტი კორპორაცია "ჰილტონსა" და კომპანია "გრანატს" შორის გასულ წელს გაფორმდა.

კოსტავას ქუჩაზე სასტუმროს განვითარების ვალდებულება კომპანიამ მთავრობასთან გაფორმებული ხელშეკრულებით, ჯერ კიდევ 2015 წელს აიღო. სასტუმროს პროექტი გრანატმა შპს „ჯორჯიან ფროპერთისგან“ გამოისყიდა. მთავრობის განკარგულებით, სამშენებლო სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 13 თვეში უნდა დაწყებულიყო.
შპს გრანატი 2014 წელსაა დაფუძნებული. საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით, კომპანიის დირექტორი შომუროდ ილიასოვია.

კომპანიის წილის მფლობელები არიან:

შომუროდ ილიასოვი, უზბეკეთი - 50%

მერაბ ჩიხრაძე - 25%

შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ჯი ეს ეი ინვესტ - 25%

შპს ჯი ეს ეი ინვესტის დირექტორი ირაკლი ზამბახიძეა, 100%-იანი წილის მფლობელი კი დიმიტრი აბდუშელიშვილი.