Home
Category
TV Live Menu
Loading data...

ჩინეთში ევროპასთან დამაკავშირებელი ახალი რკინიგზის მშენებლობა განიხილება

5a73241fc5539
დავით ჯალაღონია
01.02.18 18:27
643
ჩინეთში საქართველოს ელჩის დავით აფციაურის ინფორმაციით, აღმოსავლეთ-დასავლეთის დამაკავშირებელი ახალი ჩქაროსნული სარკინიგზო მაგისტრალის მშენებლობის იდეა არსებობს, რომელიც ჯერ სპეციალისტების მიერ დასამუშავებელია. ამის შესახებ ელჩმა Bm.ge-სთან ინტერვიუში განაცხადა.

მისი განმარტებით, ამ პროექტის მიზანი ჩინეთსა და რეგიონის ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გათვალისწინებით, სარკინიგზო კავშირის განვითარებაა.

"არის ასეთი იდეა, რომ აშენდეს ჩქაროსნული სარკინიგზო მიმართულება აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ, ზღვისკენ. მით უმეტეს, ეს დიდი მანძილი ჩინეთისთვის საკმაოდ ადვილად მისაწვდომია. ძალიან საინტერესოა ეს პროექტი, მაგრამ მას აქვს კომერიცული მხარე და გასათვლელია, რამდენად მომგებიანი იქნება ამ თვალსაზრისით. ტვირთნაკადი და მგზავრთანაკადი, მათ შორის ტურიზმის სახით თუ გაიზრდება, მაშინ ჩქაროსნული მაგისტრალის მშენებლობა, რომელიც დააკავშირებს მეზობელ სახელმწიფოებს შავ ზღვასთან და ქვეყნებს შორის თანამშრომლობის განვითარებას ბიძგს მისცემს, შეიძლება, აქტუალური გახდეს. ეს პროექტი მოიაზრება", - განაცხადა დავით აფციაურმა.