Home
Category
TV Live Menu
Loading data...

"2018 წელს კომერციული პალატების საკითხი უკვე დარეგულირებული იქნება"

5a852d51e47ff
სალომე მეცხვარიშვილი
15.02.18 11:20
616
"2018 წელს კომერციული პალატების საკითხი უკვე დარეგულირებული იქნება",- ამის შესახებ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში, მოლდოვასა და ბელარუსში ბრუნო ბალვანერამ განაცხადა.

მისი თქმით, EBRD სრულ მხარდაჭერას უცხადებს ბიზნესდავების განსახილველად სპეციალური ბიზნესპალატების შექმნას.

"ჩვენმა დაკვირვებამ ცხადყო რომ სასამართლო სისტემაში კონკრეტულად კომერციულ დავებთან მიმართებით რჩება გარკვეული ხარვეზები და გამოწვევები საქართველოში. ამ ხარვეზების აღმოფხვრის გზების შემუშავების პროცესებში ჩვენ იუსიტიციის მინისტრის თხოვნითაც ვიყავით ჩართულები.

ერთერთი გამოსავალი, რომელსაც ჩვენ ვხედავთ არის კომერციული პალატის შემქნა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, ასევე არანაკლებ ეფექტიანი გადაწყვეტაა არბიტრაჟის ინსტიტუტის გააქტიურება და განვითარება. იბიარდი სრულ მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს შესაბამის უწყებებს კანონის უზენაესობისა და სასამართლო სისტემის გაუმჯობესების კუთხით. ჩემი მოლოდინით, 2018 წელს კომერციული პალატების საკითხი უკვე დარეგულირებული და დასრულებული იქნება საქართველოში", - განცახდა ბრუნო ბალვანერამ.

ბიზნესდავების განხილვისთვის სპეციალური კომერციული პალატები მიმდინარე წლის ბოლომდე ამოქმედდება - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა. მისი თქმით, დაინტერესებულ მხარეებთან მუშაობა დასრულებლია. კომერციული პალატები კონკრეტულად ბიზნესდავების განხილვაზე იქნება ორიენტირებული, რადგან კერძო სექტორის წარმომადგენლები მიუთითებენ, რომ სასამართლოს გადატვირთულობისა და მოსამართლეების არასაკმარისი კომპეტენციის გამო დავების განხილვა ჭიანურდება.