Home
Category
TV Live Menu
Loading data...

"ლარის კურსის რყევებია ჩვენთვის ცუდი, თორემ ნებისმიერი ნიშნული მისაღებია"

5a855b0d55d84
მაია ბიწაძე
15.02.18 15:00
804
მიმდინარე წლის ბოლომდე ლუდის დარგის 5-6%-იან ზრდას ელიან, - ამის შესახებ Bm.ge-ს "ნატახტარაის" კორპორატიულ საქმეთა დირექტორმა ნიკოლოზ ხუნძაკიშვილმა განუცხადა, 2017 წელს დარგმა ჯამში 100 მილიონი ლიტრი ლუდი აწარმოა.

"ბევრი კარგი ფაქტორია, რაც ამის ვარაუდის საშუალებას გვაძლევს: ეკონომიკის ზრდა, ჩვენი რეიტინგები, ზოგადად ინვესტორების განწყობა, ზოგადად ქართული ეკონომიკის განვითარების მოლოდინები. ლარის კურსის შედარებით სტაბილურობა, ანუ რყევებია ჩვენთვის ცუდი, თორემ ნებისმიერი ნიშნული მისაღებია, მთავარია რომ ეს იყოს სტაბილური. სასაქონლო ბაზრებზე ფასების სტაბილურობა, პლიუს ტურიზმის განვითარება... ეს ყველაფერი საშუალებას გვაძლევს, რომ ოპტიმისტურად შევხედოთ სიტუაციას", - აცხადებს ხუნძაკიშვილი.

ამჟამად საქართველოს ლუდის ბაზარზე რამდენიმე კომპანიაა, ესენია: "ნატახტარი“, "ზედაზენი“ , "არგო“, "აისი“ (რომელიც ბაზრაზე 2017 წლიდან შემოვიდა), ამ ოთხ კომპანიაზე ბაზრის 95 %-იანი წილი მოდის, ძალიან მცირე წილი უკავია კომპანია "ყაზბეგს" და რეგიონალურ ლუდსახარშებს.