Home
Category
TV Live Menu
Loading data...

საუდის არაბეთის ბიუჯეტი კორუფციულმა სკანდალმა, შესაძლოა, $100 მილიარდით გაზარდოს

5a1c389b1f4e6
BM.GE
27.11.17 20:08
960
საუდის არაბეთში ანტიკორუფციულმა კამპანიამ ქვეყნის ბიუჯეტი, შესაძლოა, $100 მილიარდით გაზარდოს. ბიუჯეტი იმ თანხით შეივსება, რომლის გადახდაც კორუფციულ სკანდალტან დაკავშირებულ მაღალჩინოსნებს და პრინცებს მოუწევთ.

The New York Times-ის ინფორმაციით, ეჭვმიტანილების დაპატიმრებამდე რამდენიმე საათით ადრე, მეფე სალმან იბნ აბდულ-აზიზის ბრძანებით ანტიკორუფციული კომიტეტი შეიქმნა, რომელსაც ტახტის მემკვიდრე, მეფის შვილი, პრინცი მუჰამედ ბინ სალმანი ჩაუდგა სათავეში. მეფემ ტელევიზიის ეთერით მოსახლეობას მიმართა და აღნიშნა, რომ "კანონი დასჯის ყველას, ვინც ხელი ახლო საზოგადოების ფულს, არ დაიცვა იგი, ან მოიპარა და ამავე დროს, ბოროტად გამოიყენა თავისი ძალაუფლება და გავლენა".

Financial Times წერს, რომ ხელისუფლებამ დაკავებულებისგან დიდძალი თანხა მოითხოვა და სანაცვლოდ გათავისუფლება შესთავაზა. დაკავებულების მხოლოდ 1%-მა თავისი უდანაშაულობის დამტკიცება შეძლო და მათი საქმე დაუყონებლივ დაიხურა. 4%-ი აცხადებს, რომ წაყენებულ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ ცნობს და ადვოკატის დახმარებით სასამართლოში თავის დაცვას აპირებს. 95% კი დაკისრებული კომპენსაციის გადახდის სანაცვლოდ გათავისუფლებას დათანხმდა.