Home
Category
TV Live Menu
Loading data...

პარლამენტში "ოჯახური მეურნეობის შესახებ" კანონზე მუშაობენ

5a86e3922b470
თელარა გელანტია
16.02.18 17:56
946
პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტი „ოჯახური მეურნეობის შესახებ“ კანონის პროექტზე მუშაობს.

როგორც BM.ge-ის პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ოთარ დანელიამ განუცხადა, დოკუმენტი უკვე მზად არის და მისი შემუშავება საფრანგეთის პრაქტიკის გათვალისწინებით მოხდა.

დანელიას თქმით, ახალი კანონის მიზანია, ოჯახური მეურნეობებისთვის დამატებითი ხელშეწყობის სისტემატური პროგრამების გაჩენა; მათ შორის, არაა გამორიცხული ახალი საგადასახადო შეღავათების დაწესება.

„იარსებებს გარკვეული პროგრამები; არ მინდა, აღმასრულებელი ხელისუფლების ნაწილში გადავიდე, ამიტომ კონკრეტიკისგან თავს შევიკავებ, მაგრამ ამ კანონის შექმნის მიზანია, ოჯახური მეურნეობებისთვის მოტივაციის შექმნა. მაგალითად, „ერთი სოფელი-ერთი პროდუქტი“ იაპონიის ძალიან საინტერესო მოდელია. მსგავსი პროგრამების შემუშავება, სხვადასხვა სოფლების პოტენციალის გათვალისწინებით, ჩვენც შეგვიძლია“, - განაცხადა დანელიამ.

ამასთან, ოთარ დანელიას თქმით, შეიქმნება ფერმერთა ერთიანი რეესტრიც, სადაც ფერმერები დარეგისტრირდებიან.

პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის ინფორმაციით, ერთიანი ბაზის არსებობა მნიშვნელოვანია. მისივე თქმით, ფერმერები სხვადასხვა სპეციალური შეღავათებით ისარგებლებენ.